Latest posts by Aliq Media (see all)
„ეუთო კონსენსუსის საფუძველზე მოქმედებს და არ უთითებს დამრღვევებს“ – დღეს ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ.
ზანიერის თქმით, ის პირადად წუხს, რომ მისია არ გაგრძელდება, რადგან გეგმაში არის რამდენიმე საკითხი. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ყველაფერს მოიმოქმედებს რათა „იპოვონ სხვადასხვა ჩარჩოები ერთად მუშაობისათვის“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ ოფისის დახურვის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ფორმატში მრავალი პროექტის განხორციელება.
ერევნის ოფისის დახურვის საკითხში აზერბაიჯანის როლზე ედვარდ ნალბანდიანმა აღნიშნა:
”გენერალური მდივანის ვიზიტი მიმდინარეობს იმ დროს, როდესაც ორგანიზაცია იძულებულია დახუროს ბოლო ოფისი ჩვენს რეგიონში, რადგან ეუთო-ს ერთ-ერთმა წევრმა, აზერბაიჯანმა, ბოროტად გამოიყენა ვეტოს უფლება და ერევანში ეუთო-ს ოფისის მანდატის გაგრძელება დაბლოკა“.