სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა ორგანომ 19 აპრილს, შიდა პარტიული და შიდა პოლიტიკური საკითხების სხდომა მოიწვია.
რესპუბლიკური პარტიის მდივანმა შარმანაზოვმა განიხილა ქვეყანაში მიმდინარე მიტინგების საკითხები და აღნიშნა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. პოლიციის მუშაობაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისინი თავშეკავებულად და კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
“ჩვენი პარტია სომხეთში შექმნილ რთულ ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით ხედავს. კატეგორიულად ვეწინაღმდეგები ძალადობის გამოყენებას ნებისმინერ მოქალაქეზე. ჩვენ ქვეყანაში მტერი არ გვყვას, ყველა ჩვენი ძმები და დები არიან, თუნდაც ჩვენი მოძმე მომიტინგეები” , – განაცხადა შარმაზანოვმა.
შარმაზანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარგსიანის თანამდებობიდან გადაყენება არ განიხილება.
armtimes.com