სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი 18-21 ივნისს, ალბანეთში იმყოფება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (ბისეკის) 51-ე პლენარულ სხდომაზე დასასწრებად.
19 ივნისს, შარმაზანოვი და სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბისეკის საპარლამენტო ასამბლეაში, გაგიკ მინასიანი ტირანაში ბისეკის მოლდოვის დელეგაციის თაბმჯდომარეს ვიოლეტა ივანოვს შეხვდნენ.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სომხეთ-მოლდოვას საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მათ შავი ზღვის რეგიონის კონფლიქტების საკითხები განიხილეს. მათი თქმით, კონფლიქტების დარეგულირება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და მოგვარდეს მშვიდობიანი გზით.