ედუარდ შარმაზანოვი: აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა ხელს უწყობს ამ ქვეყნის დესტრუქციულ ნაბიჯებს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯომრის მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი, 23 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში დსთ-ის საპარლამენტშორისო ანსამბლეის გენერალურ მდივანს იური ოსიპოვს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. ედურად შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით უნდა გამოირიცხოს მილიტარისტული რიტორიკისა და ქსენოფობიის პროპაგანდა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა ხელს უწყობს ამ ქვეყნის დესტრუქციულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დსთ-ის საპარლამენტშორისო ანსამბლეის სამუშაოებში სომხეთის ეროვნული ანსამბლეის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი. შარმზანოვმა აღნიშნა, რომ დსთ-ის  საპარლამენტშორისო ანსამბლეა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში სხვადასხვა საკითხების განსახილველად. ამ კონტექსტში შარმაზანოვმა კონფერენცია-გამოფენის მოწყობა შესთავაზა, რომელიც გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ “გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დამნაშავეობის შესახებ” კონვენციის დაარსების 70 წლისთავს მიეძღვნება.