Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინის გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე ედუარდ ნალბანდიანის განცხადება: ძვირფასო კოლეგებო ბატონებო და ქალბატონებო, პატივი მაქვს, ჩემი კოლეგის ტიმო სოინის მოწვევით, ვიყო ჰელსინკში. გვაქვს კარგი შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ურთიერთობების გაძლიერების გზებზე და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო საკითხების შესახებ. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, სადაც შევთანხმდით, გავზარდოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრების რაოდენობა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელი შევუწყოთ ჩვენს პარლამენტებს უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერეთობების ახალი სამართლებრივი საფუძვლების შემუშავების შესახებ. მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებითა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობით. ბუნებრივია, რომ დღევანდელ ჩვენს მოლაპარაკებაში ძირიდი აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მის მოგვარებაზე. მე შევატყობინე ჩემს კოლეგებს, რომ მიუხედავად ეუთოს მინსკის ჯგუფისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მიმართვისა, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 და 1995 წლების სამმხრივ შეთანხმებას, აზერბაიჯანი აგრძელებს ამ შეთანხმების დარღვევას და ალაგებს მძიმე ტექნიკას შეხების ხაზზე; აგრძელებს საომარ მოქმედებს და პროვოკაციული პროპოგანდის მეშვეობით, საერთაშორისო არენაზე ცდილობს დააბრალოს სომხეთს ის, რასაც თვითონ აკეთებს. ამ გზით ის საფუძველს ამზადებს სამომავლო თავდასხმისთვის, რამაც შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოიტანოს მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორიო საზოგადოების მოსაზრებას, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მოლაპარაკებების გარემოს შესაქმნელად საჭიროა დიდი ძალისხმევა. პირველ რიგში, ეუთოს სამი თანათავმჯდომარის რჩევებიდან გამომდინარე, საჭიროა შექმნას მექანიზმი, რომელიც დაავალებს 1994-1995 წლების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულებას. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს როგორც სომხეთი, ასევე მთიანი ყარაბაღი. მინისტრ სოინისთან ასევე საუბარი გვქონდა საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე. მე ვისარგებლე შემთხვევით და დავპატიჟე ჩემი კოლეგა სომხეთში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
ფოტო : 1tv.am