ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე “აივაზიანის სომხეთის წინააღმდეგ” ახალი განაჩენი გამიუტანა და სახელმწიფოს 4500 ევროს გადახდა დაავალა.
სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განაჩენის თანახმად, განმცხადებლი 62 წლის მასის აივიზიანია, რომელიც 2008 წელს აქტიურად მონაწილეობდა, როგორც თებერვლის ბოლოს, ასევე მერტის დასაწყისში, ერევნის თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციებში. 1-ელ მარტს ის დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლით (ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ).
4 მარტს, იგი ერევნის კენტრონ ნორქ-მარაშის ადმინისტრაციული ოლქის სასამართლო განაჩენით ორი თვით დააპატიმრეს. შერჩეული პრევენციული ღონისძიება გამართლებული იყო იმით, რომ არ მომხდარიყო მართლმსაჯულებისთვის თავიდან რიდება და გამოძიების ხელის შეშლა.
აღსანიშნავია, რომ აივაზიანი ყოფილი მაღალჩინოსანია. 2008 წლის 21 მარტს მან გაასაჩივრა განაჩენი და განაცხადა, რომ დაკავება უსაფუძვლო იყო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის (პირადი განაცხადის) თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის პირადი თავისუფლება და უსაფრთხოება დაირღვა. შესაბამისად, სასამართლომ განმცხადებლის სარჩელი, რომ მისი პატიმრობა უსაფუძვლო იყო, დააკმაყოფილა.
მორალური ზიანისთვის დაწესებული ჯარიმა დაზარალებულს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021