ძლიერი ქარი სამცხე-ჯავახეთში

24 მარტს, სამცხე ჯავახეთის რაიონში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად შენობები დაზიანდა.

24 მარტს, ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფლებში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სახლები, ხეები და სახელმწიფო  შენობები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები. 

ახალქალაქის სოფელ ბურნაშეთში ქარმა კულტურის სახლის სახურავი წაიღო, რომელიც შარშან გაარემონტეს. სოფელ ჩუნჩხაში ძლიერი ქარის შედეგად კერძო სახლების სახურავები დაზიანდა.

დაზარალებული სოფლების მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს აუნაზღაურებს.

 ძლიერი ქარის შედეგად სოფელ ჩუნჩხის ცერემონიების სასახლის სახურავიც განადგურდა, რომლის დროსაც შენობაში 9 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.

Leave a Reply