ძლიერი ხანძარი რუსეთში, დაზარალებულთა შორის არიან სომხეთის მოქალაქეებიც

რუსეთში, ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრ “ზამთრის კოშკში” ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

მანდამდე ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. 69 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, 47 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით დაზარებულთა შორის სომხეთის მოქალაქეებიც არიან.

ხანძარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე, 26 მარტს, გაჩნდა და მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საბავშვო აუზია განთავსებული.

მომხდარის გამო კემეროვოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Leave a Reply