
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მრჩეველი ჯონ ბოლტონი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განიხილავს პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის საკითხს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯორჯ კენტმა 16 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ჯორჯ კენტი თქმით, შეხვედრა გაიმართება, თუმცა როდის და სად ჯერ არ არის ცნობილი.
” როგორც დიპლომატები, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ შეხვედრებს ლიდერებს შორის. ვფიქრობ, ეს საკითხი განხილული იქნება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის და ჯონ ბოლტონის შეხვედრის დროს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ჯონ ბოლტონი რეგიონში 20 ოქტომბერს გაემგზავრება.