Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც იუწყება lragir.am სააგენტო სომხეთში, ტავუშის რეგიონის სოფელ ჩინარიდან ჩრდილო-აღოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანული დივერსიის მცდელობის შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 3 მსხვერპლი, მათგან ორი ჯარისკაცა ხოლო ერთი ოფიცერი.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცები პირს იბანდნენ, როდესაც მათზე განხორციელდა თავდასხმა. ოფიცერმა ისწრაფა მათ დასახმარებლად, თუმცა გარდაიცვალა მოწინააღმდეგის ტყვიისგან.
დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანული მხარის დანაკარგებთან დაკავშირებით ინფორმაცა ჯერჯერობით არ ვრცელდება. ერთი აზერბაიჯანელი დივერსანტის ცხედარი იმყოფება სომხეთის მხარეს.