სომხური საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრის დროს სომხეთის დიასპორის მინისტრმა, მხითარ ჰაირაპეტიანმა განაცხადა, რომ პროგრამები “მოდი სახლში”, “ჩემი სომხეთი” და “დიასპორის საზაფხულო სკოლა” დროებით გადაიდო. მათი განხორციელება მოგვიანებით, 17 ივნისის შემდეგ დაიწყება, მაგრამ შინაარსობრივად, ისინი უფრო გამდიდრებული და შესწორებული იქნება.
ჰაირაპეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე პროგრამების კონკურსი უკვე ჩატარდა, ყველაფერი დადასტურებულია, თუმცა, ბევრი მომსახურება გაცილებით გაძვირდება.
“ჩვენი ძირითადი პრინცია, რომ კორუფციის რისკი შევამციროთ, პროგრამები შინაარსობრივად გავამდიდროთ, კონკურსებისთვის არ უნდა გამოცხადდეს მაღალი ანაზღაურებები”, – განაცხადა მხითარ ჰაირაპეტიანმა.