
Latest posts by Aliq Media (see all)
მყიფე და კეთილი, დელიკატური და მგრძნობიარე, ამავდროულად ძლიერი და მტკიცე, ლამაზი და საყვარელი, ეს არის ქალების სხვადასხვა კატეგორიები, 8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე- ყველა ამ ქალბატონისთვისაა. მსოფლიოს მრავალ კუთხეში დღეს პატივისცემით და სიამაყით ულოცავენ ქალატონებს ამ დღეს.
8 მარტს ყოველ წელს აღინიშნება და ის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.
1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
8 მარტს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ძირითადად, ამ დღეს ქალბატონებს ყვავილებს და პარფიუმერულ პროდუქციას ჩუქნიან, ეპატიჟებიან რესტორნებსა და კაფეებში. თუმცა ყველაზე მთავარი — ამ დღეს ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება, ყველგან ქვეყანაში საერთო ტრადიციაა.