სომხეთოის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომრის არა ბაბლოიანის გადაწყვეტილებით და დეპუტატების ინიციატივით, 29 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
რიგგარეშე სხდომის განმავლობაში ხელახლა განიხილება სომხეთის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხები, რომელიც 22 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ხმების რაოდენობის ნაკლებობის გამო ვერ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს დეპუტატების ერთმა ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვეს რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით.