ეროოვნული კრების დეპუტატმა არარატ მირზოიანმა ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომიტასის გამზირის გადაკეტვის გამო პოლიციამ მეუღლე და მისი თანამშრომლები დააკავა.
“არაბკირის პოლიციის განყოფილებაში ვართ, ძალის გამოყენებით გვაიძულეს ავტობუსში ასვლა” – ფეისბუქის თავის გვერდზე აცხადებს არარატის მეუღლე გოჰარ აბაჯიანი.
შეგახსენებთ რომ 11 აპრილს, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, ფრაქცია ”სამოქალაქო შეთანხმების” წევრი არარატ მირზოიანი სიტყვით გამოვიდა და ყველას მოუწოდა: “დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავაცილოთ სერჟ სარგსიანის მესამე ხელისუფლება. დავასრულოთ ”სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” ხელისუფლება და ავაშენოთ ჩვენი ოცნებების სომხეთი. ამისთვის საჭიროა, რომ 13 აპრილს 18:30 საათზე, თქვენ მოხვიდეთ თავისუფლების მოედანზე, სადაც ჩვენ ერთად ავანთებთ ჩვენს თავისუფლების ‘ცეცხლს’. 13 აპრილს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე!”