Latest posts by Aliq Media (see all)
1978 წელს რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ამ მოვლენის უკვდავსაყოფად, 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა რომ ქართული ენის დღე 14 აპრილს აღინიშნა, ახალქაალქის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების კავშირმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 27 აპრილს ჩაატარა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფელ გოგაშენის, ბალხოს, მაჭატიას, კოთელიას და ბარალეთის ქართული და სომხური სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიებაზე ისმოდა ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის და სხვათა პოეზია, წერს jnews.ge.