დაუმთავრებელი პროექტები გაგრძელდება

წელს პროექტის  “დახმარება სოფელს“ დახურვის გამო ახალქალაქის სოფლებში ბევრი რამ დარჩა დაუმთავრებელი. ეს სამუშაობები გაგრძელდება ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით.

29 ივნისს, ახალქალაქის რაიონის მუნიციპალური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე ახალქალაქის და ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, სოფლების და რაიონის უფლებამოსილ პირებთან ერთად განიხილავდნენ  დამატებით პროექტებს, რომელიც წელს განხორციელდება.

ახალქალაქის რაიონში პროექტის „დახმარება სოფელს“ დასასრულებლად  გეგმაშია 800 000 – 900 000 ლარის  გამოყოფა.

ასევე, ახალქალაქის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ აღასიანმა აღნიშნა სხვა უამრავი პროექტები, რომელიც გეგმაში არის და რისთვისაც რეგიონს დამტკიცებული აქვს 4 მილიონი ლარი.

რეგიონს დაგეგმილი აქვს გააგრძელოს სოფელ გუმბურდოში ასფალტის დაგება და გზის სკოლამდე მიყვანა.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების საბავშვო ბაღებში და  9 სოფლის სარიტუალო სახლში. რემონტი შეეხო ასევე წყალსადენის მილებს.

პროექტებში  ჩადებულია სოფელ ორჯას საბავშვო სათამაშო მოედნის მშენებლობა, ახალქალაქის სტადიონის ნაწილობრივი  შეკეთება, ახალქალაქის სპორტკომპლექსის სახურავის გარემონტება, ახალქალაქის იუსტიციის ეზოს გაუმჯობესება და სხვა.

შეხვედრაზე შეკრებილები წინადადებით გამოვიდნენ, თანხა გამოიყოს სოფლებში კულტურის სახლების რეაბილიტაციისთვის და სასოფლო გზების მოასფალტებისათვის. ჰენზელ მკოიანის თქმით, იმისთვის რომ არ დაავიწყდეს სად რა პრობლემა არის მოსაგვარებელი, მოსახლეობამ წერილობით უნდა მიმართოს რეგიონალურ საკრებულოებს.

ახალქალაქის რაიონის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჰოვიკ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ მათ წელს მიიღეს დაგეგმილი თანხები , რომელიც შემდგომ ამ პროექტებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

jnews.ge

Leave a Reply