„დაპირისპირების ესკალაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ნარჩუნდება“ – ნიკოლაი ბორდიუჟა

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების გამწვავება, სამწუხაროდ, გრძელდება. მოსკოვში მიმდინარე მე-5 კონგრესზე საერთაშორსო უსაფრთხოების საკითხებით დღეს თავის გამოსვლაში მსგავსი განცხადება გააკეთა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მთავარმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ. ამ ინფორმაციას იტყობინება საინფორმაციო სააგენტო armtimes.com.

„ჯერ კიდევ ნარჩუნდება  ე.წ. გაყინული კონფლიქტების ესკალაციის შესაძლებლობები  და სამწუხაროდ, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია არ იკლებს“ განაცხადა ბორდიუჟამ.

26 აპრილს ბორდიუჟამ გამოთქვა შიში, რომ სამხედრო მოქმედებების განახლება ააფეთქებს მთელ კავკასიას.

„თუ   სამხედრო მოქმედებები განმეორდება,   ჩვენ  აქტიური   სამხედრო დაპირისპირების მოწმენი გავხდებით, ეს „ააფეთქებს“ მთელ კავკასიას. ამ შემთხვევაში, კონფლიქტში ჩათრეულნი იქნებიან სხვა სახელმწიფოები, რაც ზეგავლენას მოახდენს   კავკასიის  ხალხზე. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, მე ვფიქრობ, დღეს გადამწყვეტია  მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში ძალიან დიდი ომი იქნება. მე ამას არ მოვისურვებდი.“- გაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მთავარმა მდივანმა.

ფოტო:asbarez.com

Leave a Reply