სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ედუარდ აღაჯანიანი დაინიშნა

სომხეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ედუარდ აღაჯანიანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

30 წლის აღაჯანიანი, “სამოქალაქო კონტრაქტის” წევრი და სომხეთის პარლამენტში შემავალი ფრაქცია  “ელქის” წევრია.

ედუარდ აღაჯანიანმა ულაღლესი განათლება მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო. მას ბაკალავრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ფინანსური აქტივების მართვაში აქვს. იგი 2014-2017 წლებში ინდმეწარმე იყო საზოგადოებრივი კვების სფეროში.

Leave a Reply