Latest posts by Aliq Media (see all)
ცნობილია, რამდენად გაყიდის “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს.
The Daily Mail-ის თანახმად, მანკუნიელები 35 მილიონი ფუნტით (40 მლნ ევრო) მოითხოვენ სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანის ტრანსფერს.
ცნობილია, რომ სომეხი ფეხბურთელით დიანტერსებულია მილანის “ინტერი”, თუმცა წყაროს გადმოცემით აღნიშნული პირობები შესაძლებელია მისაღები არ იყოს ინტერითვის, რომელიც იძულებული იქნება ფეხბურთელები გაყიდოს.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” – მხითარიანი 27 მილიონ ფუნტად 2016 წელს შეიძინა, თუმცა მოურინიომ დღეების წინ აღნიშნა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა შესაძლებელია კლუბი დატოვოს.მისი თქმით, “ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს”.
შეგახსენებთ, რომ მხითარიანმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 58 შეხვედრა ჩაატარა, ამასთან 13 გოლის ავტორია. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2020 წლამდე მოქმედებს.