დაღუპულია 37 და დაშავებულია 118 მშვიდობიანი მოქალაქე – არცახის ომბუდსმენი

27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 37 და დაშავებულია 118 მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ არცახის სახალხო დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა.

ბეგლარიანის თქმით, აზერბაიჯანულ სოციალურ მედია სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ჰადრუთში ორი სომეხის მკვლელობის ფაქტი.

„არსებობს რისკი, რომ მსგავს შემთხვევებს კიდევ ჰქონდა ადგილი. ამ დასახლებებიდან რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დაკარგული. არსებობს დიდი რისკი, რომ ეს ადამიანები მოკლეს ან აწამეს,“ – განაცხადა არტაკ ბეგლარიანმა.