ერევანში საპატრულო პოლიციის ტერიტორიის დაკავებიდან მე-13 დღეს, 22:00 საათზე პოლიციამ ხორენაცის ქუჩაზე შეკრებილი მომიტინგეები დაარბია. დაკავებულია ათობით მოქალაქე, არიან დაშავებულები, რომლებიც ერევნის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარალელურად პოლიციამ დაარბია ხორენაცის ქუჩიდან ე. წ. მთის უბანში გადანაცვლებული მომიტინგეები. გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობამ ტერიტორია არ დატოვა, რის შემდეგაც ძალა გამოიყენეს. მთის უბანში მომინტიგეების დაშლის დროს თავდასხმის ეპიცენტრში ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მომიტინგეების დაშლის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა, რასაც მთის უბანში ხანძარი მოყვა.
azatutyun.am-ის გადაღებული მასალა
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი