სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დააფიქსირა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანულ–თურქული ტანდემი არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაქირავებული ტერორისტების დახმარებით იბრძვის.
”ამრიგად, არცახის ფრონტის ხაზი ცივილიზაციის ფრონტის ხაზად იქცევა. არცახი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის, რომლის სამიზნეები გეოპოლიტიკური საზღვრებით არ არის გამოყოფილი.
ეს ტერორიზმი თანაბრად ემუქრება შეერთებულ შტატებსა და ირანს, რუსეთსა და საფრანგეთს, ხოლო არცახი, სომხეთი და სომეხი ხალხი გლობალური უსაფრთხოებისათვის იბრძვის”, – თქვა მან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021