დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გარდაცვლილი რიგითი მარატ მანუკიანის დაკრძალვაში მიიღო მონაწილეობა.
“მე სამძიმარი გამოვუცხადე, მოვუსმინე მის მშობლებს, ცალკე ვესაუბრე მამამისს და ამ საუბრიდან მივხვდი, რომ სწორად მესმის ჩვენი ხალხის მისწრაფებები და სურვილები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად ამ სიტუაციაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოწამეთა დაღვრილი სისხლი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამარჯვების ნება.”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021