ჩვენი მიზანი რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება არ ყოფილა – სომხეთის ოპოზიცია

ოპოზიცია

სომხეთის პრემიერისა და პარლამენტის ფრაქციების შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წევრმა ედუარდ შარმაზანოვმა სომხურ მედიას განუცხადა.

შარმაზანოვის თქმით, შეხვედრას 20-მდე დეპუტატი ესწრებოდა და თითოეულმა მხარემ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ჩვენ მხოლოდ იმაზე მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და ვიმსჯელებთ სიტუაციაზე. ჩვენ გამოვთქვით საკუთარი აზრი და აღვნიშნეთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს და რომ ჩვენი მიზანი რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება არ ყოფილა. ასეთი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ არ წავიდოდით მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.