როგორც საინფორმაციო სააგენტო lragir.am იტყობინება, რუსეთის ელჩ ვოლინკინს, 9 მაისს ერევანში გამარჯვების პარკში ყოფნისას, სომეხმა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეეკითხვა სომხეთისთვის მისაწოდებელი შეიარაღების შესახებ, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ დღესასწაულია და სხვა თემასთან დაკავშირებით შეკითხვების მოსმენა არ სურს. სომეხმა ჟურნალისტებმა კი თქვეს, რომ მთიან ყარაბაღში ომია და შეიარაღების საკითხი ძალზედ აქტუალურია, მით უმეტეს, რომ რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანის შეიარაღებას.
ვოლიკინმა საპასუხად მოიკითხა დამადასტურებელი საბუთები ან ფაქტები, რომ რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანის შეიარაღებით უზრუნველყოფას. ჟურნალისტებმა მოიყვანეს როგოზინის სიტყვები, რომ რუსეთი იარაღს აწვდის როგორც სომხეთს ასევე აზერბაიჯანს.
ფოტო: lragir.am
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი