“ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტი იყოს სტაბილური, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკა,” – განაცხადა დავოსში მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.
“ბუნებრივია, რომ ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს ვთხოვთ, განიხილონ საშუალება, რომ ამინდის და სხვა მიზეზების გამო გადაზიდვა არ შეჩერდეს. მაგალითად, 2016 წელს ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, რომ ჩვენ არ უნდა ვეძებოთ სხვა ალტერნატივა, რომელიც დაგვაკავშირებს სხვა ქვეყნებს. ეს სომხეთისა და საქართველოს ინტერესებშია”, – უპასუხა კარენ კარაპეტიანმა იმ შეკითხვას, თუ რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან სომხეთში საქონლის ტრანსპორტირება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით.
“არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ალტერნატიული გზების მოძიებაა “, – დასძინა კარაპეტიანმა.
აღსანიშნავია, რომ 9 წლის პაუზის შემდეგ სომხეთი კვლავ მონაწილეობს დავოსის სამიტზე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021