პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში თიან ერლუნი მიიღო.
მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სომხური მხარე დაინტერესებულია ჩინეთის ინვესტორებთან თანამშრომლობის გააქტიურებით და გაფართოებით. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი გარემო, სომხეთში ახალი საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისთვის ხელსაყრელია.
თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ 2017 წელს სომხეთში რეგისტრირებული ეკონომიკური ინდექსები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი წარმატებული პროექტებისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის ელჩმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, გზის მშენებლობისა და ტურიზმის სფეროებთან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021