სომხური სამოციქულო ეკლესია ბზობას აღნიშნავს

25 მარტს, აღდგომის წინა კვირა დღეს, სომხურ სამოციქულო ეკლესია ბზობას აღნიშნავს. საქართველოში, სომხურ ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღვთო ლიტურგია აღავლინეს.

ქრისტიანული მსახურებაში ბზობის დღესასწაული მე-4 საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში  იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

25 მარტს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სომხური  ეკლესიები დილიდანვე მრევლით იყო სავსე. ბზობის წინა დღეს , ეკლესიებში წინასადღესასწაულო ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ტაძრის ფარდები გახსნენს. სომხური ეპარქიის თემის წმინდა გევორგის ეკლესიაში  მისმა უწმინდესობამ პატრიარქმა და ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საღვთო ლიტურგია აღავლინა. წლების წინ ბზობის დღესასწაულზე სრულიად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ II-მ ბზობა, ბავშვთა კურთხევის დღედ გამოაცხადა. ტრადიცის თანახმად ბზობას, ეკლესიის ეზოში ბავშები აკურთხეს.

ბზობის დღესასწაული ხალხმრავალი იყო ბათუმის “წმინდა მხსენელის” ეკლესიაში, სადაც წირვას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, თემის ლიდერები და მრევლი. 

ახალქალაქის წმინდა ჯვრის, ახალციხის წმინდა გევორგის, ნინოწმინდის წმინდა სარგისის ეკლესიებში ასევე  ჩატარდა საღვთო ლიტურგია და შემდგომ ბავშვთა კურთხევის ცერემოინიალი.

 

Leave a Reply