სომხეთის მედიაში აქტიურად გაშუქდა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის რეიტინგების საქართველოს შედეგები, რომლის მიხედვითაც ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანამ შედეგი 7 პუნქტით გაიუმჯობესა და პირველ ათეულში მოხვდა.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით, სომხეთმა დათმო წინა წლის პოზიცია და 38-ე ადგილიიდან, წელს 47-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს რეიტინგი კი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადავიდა.
აზერბაიჯანთან შედარებით, სომხეთში უფრო ადვილია ბიზნესის კეთება, Doing Business 2018-ის რეიტინგით წელს აზერბაიჯანი 57-ე ადგილზეა.
რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის დაწყების ინდიკატორს – აქამდე Doing Business-ის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად განიხილავდა საბანკო ანგარიშის გახსნას და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად საქართველოში სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება. Doing Business-ის გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, Doing Business-ის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია).
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021