ბუნდესტაგმა ყარაბაღის ომის დამნაშავეების დასჯის საკითხი განიხილა

გერმანიის ბუნდესტაგის SPD ფრაქციის წევრმა ფრენკ შვაბენმა ბუნდესტაგს არცახის ომში სამხედრო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვა შესთავაზა. ამის შესახებ შვაბენმა 29 ოქტომბერს ბუნდესტაგში არცახზე გამართული დისკუსიების დროს განაცხადა.

აღნიშნულ წინადადებას ფრაქციების მიერ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ ომის და სამხედრო დანაშაულების ავტორებს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ, გავაფორმებთ დოკუმენტაციას და ყველა შესაძლო საშუალებით პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენებთ.

შესაძლებლობის არსებობის  შემთხვევაში ამას საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით  გავაკეთებთ და თუ ეს  საკმარისი არ იქნება, უნდა განვიხილოთ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხი. ჩვენ ეს წერილობითი მიმართვა მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ და განვახორციელოთ,” – განაცხადა ფრენკ შვაბენმა.