ბულგარეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით სომხეთში იმყოფება

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განახცხადა სომხეთში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ როდევმა.

მან აღნიშნა, რომ საკითხის დარეგულირება უნდა მოხდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრების შუამავლობით, რაც გულისხმობს, აშშ-ის, საფრანგეთის, რუსეთის აქტიურ მონაწილეობას, ასევე ევროკავშირის თანადგომას.

“ძალაინ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პრეზიდენტების აქტიური დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება გონივრულობაზე. ხოლო ბულგარეთი, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ პოზიციის განხორციელებას”,-აღნიშნა პრეზიდენტმა რადევმა.

მან ასვეე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას, მხარეებმა განხილეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი.

Leave a Reply