ბულგარეთის პარლამენტმა 13 ივნისს, ევროკავშირსა და სომხეთის მიერ ხელმოწერილი ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სომხეთში ბულგარეთის საელჩო იუწყება.
“ამგვარად, ბულგარეთის რესპუბლიკა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი გახდა, რომელმაც ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ველით ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა ბრიუსელში. შეთანხმება რატიფიცირებულია ლიტვის,ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის მიერ.
თავად სომხეთმა შეთანხმების რატიფიცირება 11 აპრილს მოახდინა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021