ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

სომხეთის პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა რომ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომხეთისთვის ევროპა საიმედო პარტნიორია. და რომ ახალი მთავრობისთვის, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირის მატერიალური და რჩევითი სახით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

“თქვენ შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ  ქვეყნაში ცხოვრების დანის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობის, ანტიკორუპციულ, ადამიანის უფლებათა დაცვასა და სხვა სფეროებში”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

Leave a Reply