2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვლში, ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Stonethief სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა. სიმღერა ” Armenia we hear you” Ten21 Studios-მ ჩაწერა და მისი ავტორია ლი ფლეტჩერი.
სიმღერის შექმნის იდეა მის ავტორს ლი ფლეტჩერს დაებადა, იმ დროს როდესაც, ის სომხეთს როგორც ფონდი Starkey-ის წარმომადგელენი ეწვია. იმ დროს ფონდმა 1800 სასმენი აპარატი უფასოდ გადასცა სმენის პრობლემის მქონე ხალხს.
ფლეტჩერის სიტყვებით, სომეხთა გენოციდის მემორალურ კომპლექსში ვიზიტისას, არა მხოლოდ გენოციდის ტრაგედიის შესახებ გაიგო მეტი, არამედ ამ ვიზიტმა მის სამუშაოს დიდი აზრი მისცა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი