ბოლო დღეების განმავლობაში, როგოც წინა წლების ამავე პერიოდში, სომხეთში მწვავე რესპირატორული დაავადებების, მათ შორის, გრიპის შემთხვევების ზრდა აღინიშნება. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 670 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არა ასოიანმა განაცხადა.
” ეს სეზონური დაავადებებია, რომელთა გავრცელებას ხელს უწყობს ასევე ის პირობა, რომ საახალწლო დღესასწაულების დროს ადამიანები მეტად ურთიერთობენ. შესაბამისად, დაავადება უნფრო გავრცელდა”.
არა სანოიანის თქმით, 670 ჰოსპიტალიზირებული პაციენტიდან, ძირითადად, 4 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, ხოლო უფროსი ასაკის თაობა მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებისთვის არ მიმართავენ.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი