“ბლექ სი არენაზე” 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიხსნა

43-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და 23 სექ­ტემ­ბერს, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნა. ოლიმპიადაზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან ეწვევიან, მათ შორის, სომხეთიდანაც.

მათივე ცნობით, სპე­ცი­ა­ლუ­რად ბა­თუ­მის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რემო­ნი­ისთვის მუ­სიკა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა და DJ კორ­ძიმ შექ­მნეს, სა­ბა­ლე­ტო ნო­მე­რი ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­ის მიერ დაიდგა. მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ასევე წარდგება ან­სამ­ბლი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“.

„გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ აერ­თი­ა­ნებს რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. „ბლექ სი არე­ნა­ზე“ მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სცე­ნა­ზე იხი­ლა­ვენ ნინო ქა­თა­მა­ძეს, ლადო ათა­ნელს, ლიზა ბაგ­რა­ტი­ონს, გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს, გი­ორ­გი ცა­გა­რელს, ნიკა კო­ჩა­როვ­სა და Young Georgian Lolitaz-ს, ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლს „ლა­შა­რი“, აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლას, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და ნინო რა­მიშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო დასს. დრო­შე­ბის აღ­ლუმს წა­რად­გე­ნენ ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.