ბისეკის საპარლამენტო ანსამბლეის თავმჯდომარეობა სომხეთმა გადაიბარა

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი 18-21 ივნისს, ალბანეთში იმყოფებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (ბისეკის) 51-ე პლენარულ სხდომაზე დასასწრებად.

ეროვნული კრების პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დასასრულს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა ალბანეთიდან სომხეთმა გადაიბარა.

ბისეკი სრულფასოვან ორგანიზაციად 1999 წელს ჩამოყალიბდა და შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთისა და თურქეთის გარდა აერთიანებს კიდევ 6 ქვეყანას – ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საბერძნეთს, მოლდოვასა და სერბეთს.

Leave a Reply