ბიძინა ივანიშვილის მტკიცებები არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ

ბიძინა ივანიშვილი: „ენჯეოების“ დაფინანსება” მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს. 

ვერდიქტი: ტყუილი

რეზიუმე:  საქართველოში მოქმედი ყველა ორგანიზაციის შემოსავლის წყაროები, პროექტები თუ დონორები, რომლებიც ქვეყანაში დასავლური, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად და დასანერგად იბრძვიან, წლებია, საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ანალიზი:  29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“  “აგენტების კანონის” მხარდამჭერი აქცია გამართა. მანიფესტაციის გასამართად მმართველმა პარტიამ თბილისში ათასობით ადამიანის რეგიონებიდან ჩამოსვლა დააორგანიზა. მანიფესტაციის დასასრულს, შეკრებილებს  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა. 

მან ვრცლად ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება, მისივე თქმით, “მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს”. 

“ენჯეოების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“. თქვა ივანიშვილმა.

თუმცა ფაქტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის (საია) ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ყველა პროექტი თუ აქტივობა ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე. აღნიშნული მიდგომით საიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,  როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამის დადასტურებაა 20 წლის განმავლობაში 3 ათასამდე წარმატებით დასრულებული საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი 30 საკონსტიტუციო საჩივრიდან- 8, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი 135 საჩივრიდან – 8 წარმატებით დასრულდა, უმრავლესობა კი განხილვის პროცესშია.

ასევე, მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც.  “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციიის ხედვა და მიზანი საზოგადოების გაძლიერებაა, მათი ინფორმირებისას და ჩართულობის გაზრდით. ამ მიზნით, ორგანიზაცია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს.

ძალადობის სხვადასხვა ფაქტების აღმოჩენის და პრევენციის მიზნით მომუშავე ორგანიზაცია „საფარის“ ვებ-გვერდზე ასევე მარტივადაა ხელმისაწვდომი დონორებისა და პარტნიორების, ისევე როგორც ორგანიზაციაში ჩატარებული აუდიტის შესახებ ინფორმაცია. “საფარის” ვებ-გვერდზე ღიადაა მითითებული ინფორმაცია დონორებისა და პარტნიორების შესახებ. 2022 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ორგანიზაციას წლიური ბიუჯეტიც აქვს წარმოდგენილი. 2022 წელს, “საფარის” ბიუჯეტი 1 335 774 ლარი იყო. ამ თახის 35% დაიხარჯა იურიდიული სერვისების მიწოდებაზე, 32% – საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიებზე, 23% – ადმინისტრაციულ საჭიროებებზე (საფოსტო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საწვავი, საკანცელარიო ინვენტარი, ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება, ოფისის ტექნიკური, საკომუნიკაციო და პროგრამული უზრუნველყოფა), 6% – კვლევებზე, 5% კი – მცირე გრანტების გაცემაზე.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ დონორების, პროექტების, მათი მიზნობრიობის და მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ღიაა და სევე საკუთარ ვებ-გვერდზეა განთავებული .

აღსანისნავია, რომ ენეჯეოების დამფინანსებელი დონორები, თავის მხრივ აფინანსებენ ასევე საქართველოს მთავრობას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი შექმნილის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საამინისტროს კვლევების ნაწილში ვკითხულობთ, რომ ხსვადასხვა ვლევები განხორციელებულია დასავლური ფონდების მხარდაჭერით (USAID, GIZ, EU, GTZ და ა.შ).

დონორებისგან გრანტის მოპოვებისთვის ენეჯეოები საგრანტო წინადადებას აგზავნიან. ამისთვის კი ჯერ დონორები აცხადებენ კონკურსს, რომლებიც ძირითადად ორი ტიპისაა: ღია კონკურსი (Open call) და სხვა კონკრეტულ თემაზე გამოცხადებული გრანტები. ეს დამოკიდებულია გრანტის გამომცხადებელი ორგანიზაციის კონცეფციაზე. გრანტის მოპოვებისთვის შეტანილი განცახადებებს დონორი, სხვადასხვა წინსწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს. შერჩევის ეტაპის შემდეგ, როდესაც იწყება პროექტის განხორცილება, არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს დონორებისთვის, რაშიც პროექტის მსვლელობაა ასახეული, ხარჯები და ა.შ. ანგარიშების შევსების ინტერვალი რამდენიმე თვეა. პროექტის დასრულების შემდეგ, არასამთავრობოები წერენ საბოლოო ანგარიშებს, სადაც აისახება პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ნაბიჯი, ხარჯი და ა.შ. ეს ანგარიშები საჯაროდ ქვეყნდება. ასევე, ყველა არასამთავრობო დეკლარაციებს წარუდგენს სახელმწიფოს.

დასკვნა: შესაბამისად, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და დონორებისგან მიღებული ფული სრულად საჯაროა და რომელსაც ორგანიზაციები ინსტიტუციური და ორგანიზაციულ განვითარების მიზნით იყენებენ, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიის ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, როგორიცაა ძალაუფლების ბალანსი, დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა, სოციალური თანასწორობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ჩართულობა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო დაცვა. შესაბამისად ბიძინია ივანიშვილის განცხადება,რომ თითქოს „ენჯეოების“ დაფინანსება” მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს, ტყუილია.