Latest posts by Aliq Media (see all)
ისრაელელი ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი გასულ ოთხშაბათს ბელორუსში აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკისა და მთიან ყარაბაღში ვიზიტის ბრალდებით დააკავეს. როგორც იუწყება გამომცემლობა Haaretz-ი, ლაპშინი აზერბაიჯანის მთავრობის თხოვნით დააკავეს.
ამჟამად ბაქო ეძებს მისი ექსტრადიციის გზებს, დაკავებულის ოჯახს კი ეშინია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ლაპშინის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება.
ლაპშინის მეგობრების თქმით, მას შეიძლება ბრალი დაეკისროს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 2 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი კოდექსი კრძალავს „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებას“, მეორე კი კრძალავს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლას ბაქოს თანხმობის გარეშე. პირველი დებულების დარღვევის შემთხვევაში მას ემუქრება 5-8, ხოლო მეორის – 5-წლიანი პატიმრობა.
მანამდე ლაპშინმა ბაქოს ზოგიერთ რაიონში არსებული სიღარიბე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დიქტატორული რეჟიმი და მთიანი ყარაბაღის საკითხი გააკრიტიკა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ვიზიტის გარდა, ლაპშინმა მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას.
Haaretz-ს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მათ უკვე მოლაპარაკებები დაიწყეს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან.
„ჩვენ ვთხოვთ აზერბაიჯანს დაივიწყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ადვილი არ არის“, განაცხადეს სამინისტროში.
ლაპშინის დაპატიმრება დაემთხვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტს ბაქოში. აზერბაიჯანი ისრაელის მთავარი სავაჭრო პარტნიორებიდან ერთ-ერთია, რომლისგანაც ყიდულობს იარაღსა და ნავთობის დიდ რაოდენობას აწოდებს.