Latest posts by Aliq Media (see all)
სააგენტო APA-ს მიხედვით ლაპშინი ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს . მანამდე კი ბელორუსის უზენაესმა სასამრთლომ არ დააკმაყოფილა ბლოგერის საჩივარი, ამით ძალაში დარჩა აზერბაიჯანს ლაპშინის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე, ლაპშინმა საჩივარი წარადგინა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ლაპშინი უნდა ექსტრადირებული იქნას აზერბაიჯანში.
ალექსანრდ ლაპშინი წლების წინ ორჯერ ნამყოფია მთიან ყარაბაღში, თვეების წინ კი გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რის შემდეგაც ოფიციალურმა ბაქომ ბლოგერის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საერთაშორიო ძებნა გამოაცხადა მასზე. აზერბაიჯანში მას ადანაშაულებენ რამდენიმე მუხლით, რომლის მიხედვით ლაპშინს ემუქრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 8 თებერვალს გაავრცელა შეტყობინება, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი გამოხატავს თავის იმედგაცრუებას მომხდართან დაკავშირებით.
„რუსული მხარე გამოთქვამს ღრმა იმედგაცრუებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთსა და ბელორუსს შორის . ჩვენ ვგეგმავთ შემდგომშიც მივიღოთ შესაბამისი ზომები უფლებადაცვისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რათა რუსეთის მოქალაქე მის ოჯახს დაუბრუნდეს“-, ნათქვამია განცხადებაში.