Latest posts by Aliq Media (see all)
5 ივლისს სომხეთში Basejumping-ის ფესტივალის გახსნაზე შესრულდა ნახტომები 320 მეტრის სიმაღლიდან, მსოფლიოში ყველაზე გრძელი რევერსული საბაგიროდან „ტათევის ფრთები“.
ტათევის საბაგირო გზა, რომელიც მდებარეობს სომხეთში, ერთმანეთთან აკავშირებს სიუნიქის რეგიონში მდებარე სოფელ ჰალიძორსა და VIII საუკუნის ტათევის მონასტერს. საბაგიროს სიგრძე შეადგენს 5,7 კილომეტრს, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 320 მეტრია. ტათევის საბაგირო ექსპლუატაციაშია 2010 წლის ოქტომბრიდან.
ფესტივალში მონაწილეობს 60-ზე მეტი ბეის-ჯამფერი საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და რუსეთის ჩათვლით.
ღონისძიების ძირითადი მიზანია, სომხეთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს და განვითარდეს ტურიზმი.
Basejumping-ის ფესტივალი ტათევში 10 ივნისამდე გაგრძელდება.