Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩლის მცხოვრები, 72 წლის ბებია მანუშაკი, ბუნებრივი მატყლისგან წინდებს, ხელთათმანებს, შარფებსა და ბლუზებს ქსოვს.
მიუხედავად მისი ასაკისა, ბებიას კარტოფილიც მოჰყავს, ხოლო თავისუფალ დროს ქსოვით არის დაკავებული, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. თავს ნამუშევრებს ის სამცხე-ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტურისტებზე ყიდის.
ბებია მანუშაკის თქმით, ვისაც წელის ტკივილები აწუხებს , ისინი სიამოვნებით ყიდულობენ მის ნაქსოვს.