ბავშვების გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრში უბნის ექიმების სასწრაფო შეკრება ჩატარდა, რომელიც უკანასკნელი მოვლენებით იყო განპირობებული. 10 დღის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონდურასა და დიდ ხანჩალიში ერთ წლამდე ასაკის ორი ბავშვი გარდაიცვალა.

უბნის ექიმების დიაგნოზით, ბავშვების გარდაცვალება უეცარი იყო. გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი – ტიგრან ეგოიანი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევა ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა.ექიმების შეკრებაზე პატრონაჟის გაძლიერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„სამუშაოები რომელიც უბნის ექიმების მიერ ტარდება, შორსაა იდეალურისგან. ასეთი შემთხვევებისგან თავის ასაცილებლად, უბნის ექიმებმა მუშაობა უნდა გააუმჯობესონ. რა თქმა უნდა, სირთულეები არსებობს, მაგრამ ჩვენ ექიმებმა ბავშვები უნდა მოვინახულოთ, განსაკუთრებით კი წლამდე ასაკის ბავშვები და მათი მდგომარეობა შევაფასოთ. სირთულეები უმეტეს შემთხვევაში სოფლებში სამედიცინო პუნქტის არარსებობასთანაა დაკავშირებული. თუმცა არ არსებობს სოფლები, სადაც უბნის ექიმი ან მედდა არ იყოს“-ამბობს ტიგრან ეგოიანი.

nor.ge

Leave a Reply