Latest posts by Aliq Media (see all)
სხვადასხვა ენებზე შესრულებული სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით „მომავლის სახლის“ მოსწავლეებმა იზეიმეს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე.
je.news-ის ცნობით, ბავშვებმა ისაუბრეს დღესასწაულის, ბავშთა უფლებებისა და მსოფლიოში მშვიდობის შესახებ.
მაყურებელი ტაშით შეეგება სხვადასხვა ერების ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ პატარებს. ბავშვებმა წარმოადგინეს ქართული, სომხური, იაპონური, ამერიკული, ჩინური, ფრანგული, რუსული, მექსიკური და ესპანური სამოსი. ღონისძიების ბოლოს ბავშევბმა ცაში მტრედები გაუშვეს.