hraparak.am წერს, რომ საინფორმაციო სააგენტო” ინტერფაქს”თან საუბრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სომხეთის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს გახსნის.
“კონფლიქტის მოგვარების პროცესი მთელს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პირობების შექმნასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს გახსნის” , – განაცხდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ელმარ მამედიაროვის აზრით, სომხეთში მომხდარი ცვლილებები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების საუბარი დსთ-ს სამიტების ფარგლებში დუშანბესა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შხვედრები გარკვეული ოპტიმიზებისთვის საფუძველს ქმნის, რომ მოლაპარაკებების პროცესს დადებითი დინამიკა ექნება. მამედიაროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფორმატი უცვლელი რჩება.