ბაქოდან ერევანში თვითმფრინავმა ჩარტერული რეისი განახორციელა

აზერბაიჯანის დედაქალაქიდან სომხეთის მიმართულებით ფრენა განხორციელდა. სააგენტო armtimes.com აეროპორტის  საინფორმაციო დაფაზე გამოტანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი ბაქოს  „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის აეროპორტიდან ერევანში, „ზვართნოცის“ აეროპორტში  4 ოქტომბერს დაეშვა.

აეროპორტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით თვითმფრინავი, ნომრით «BAF 632» ერევნის აეროპორტში 18:45 წუთზე დაჯდა.

სააგენტო დაინტერესდა, თუ რა ფრენა ხორციელდება ბაქო-ერევნის მიმართულებით. გაირკვა, რომ თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ახორციელებდა.

სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე აეროპორტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია ფრენის შესახებ ვებ-გვერდიდან წაშალა.

მოგვიანებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ედუარდ ბალაინმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ბელგიურმა თვითმფრინავმა, ჩარტერული რეისით ბაქოდან ერევანში ევროკავშირის მაღალჩინოსანთა დელეგაცია ჩამოიყვანა.

 

Leave a Reply