Latest posts by Aliq Media (see all)
„შემდგომი პროვოკაციებისა და დანაკარგებისგან თავის ასაცილებლად, ბაქო უნდა დათანხმდეს ვენისა და სანკტ-პეტერბურგის შეთანხმებებზე“.
ამის შესახებ ტვიტერის მიკრობლოგის გვერდზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ტიგრან ბალაიანმა დაწერა.
მთიანი ყარაბაღის სამხედრო უწყების პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 ივლისს შეხების ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებში აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა გააგრძელა და TR – 107 ტიპის ზალპური სარაკეტო კომპლექსი გამოიყენა.
მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამნისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის აქტივობაზე ზეწოლის მოსახდენად ყარაბაღის ჯარი იძულებული იყო საპასუხო ნაბიჯები გადაედგა, რის შედეგად ზიანი მიადგა სოფელ ალხანუშში მდებარე სასროლ პუნქტს. მოწინააღმდეგეს აქვს დანაკარგები, სომხურ მხარეს კი არა. აზერბაიჯანული მხარე იუწყება სოფლის ორი მაცხოვრებლის გარდაცვალებისა და ერთი დაშავებულის შესახებ.