ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შემოწმება ჩატარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი პროექტში ჩართული ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა ოფიციალურად  შეამოწმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის ტრანსპორტის, გადაზიდვებისა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმეტ არსლანი, საქართველოს რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ასევე საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩები და სხვა ოფიციალური პირები თბილისიდან ახალქალაქში მატარებლით გაემგზავრნენ.

სახელმწიფო და სამთავრობო უწყებები წალკის, თეთრიწყაროს და სხვა სადგურებს ესტუმრნენ.
სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარეები გაანალიზებენ შემოწმების შედეგებს.

2007 წლის 7 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დერეფნის შექმნის შეთანხმებას.

jnews.ge

Leave a Reply