ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საცდელ რეჟიმში ამუშავდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქის მონაკვეთი “საქართველოსა” და “აზერბაიჯანის რკინიგზის” ექსპერტებმა ერთობლივად შეამოწმეს გამტარუნარიანობის, საბალანსო შესაძლებლობების, და ასევე სატვირთო მატარებლების მასის დასადგენად.

30 ოქტომბერს, ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. რკინიგზის ახალქალაქის ნაწილი მნიშვნელოვანია, რადგან სატვირთო ვაგონები აქ უნდა შეიცვალოს და გადაეწყოს ევროპულ სტანდარტებზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ამ ეტაპზე მხოლოდ სატვირთო მატარებელი იმოძრავებს. უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი მგზავრთა გადაყვანა.

Leave a Reply