ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის ახალაქალაქის სადგურმა პირველი ტვირთი მიიღო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალაქალაქის სადგურში ყაზახეთიდან პირველი ტვირთი შევიდა.  სადგურმა 15 სატვირთო ვაგონი მიიღო. პროცესს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი აკვირდებოდა.

საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რკინიგზის ბილიკის შეცვლა ჩვეულებრივისგან ევროპულზე არ განხორციელებულა, კონტეინერები გზას  ახალქალქიდან  სხვა ვაგონებში გააგრძელებენ.

2 ნოემბერს, 12:00 საათზე ახალქალაქის სადგურაზე  ყაზახეთიდან გამოგზავნილი ხორბლლის კონტეინერები მივიდა. კონტეინერებს 1-ლი  ნოემბრისთვის ელოდებოდნენ, თუმცა სადგურის პერსონალის თქმით, რადგან სადგურზე განათება  ჯერ არ არის, ტვირთი დილისთვის ჩამოვიდა.

„რადგან სადგურს განათება არა აქვს, მათ გადაწყვიტეს, რომ მანქანები დღის შუქზე ჩამოსულიყვნენ სადგურამდე. ჩვენ სხვა ვაგონებში გადავზიდავთ და ტვირთი გააგრძელებს თავის გზას თურქეთში“- აღნიშნა ერთ-ერთმა თანამშრომელმა , რომელმაც არ ისურვა საკუთარი თავის წარდგენა.

პირველი ტვირთი ქართული და აზერბაიჯანული რკინიგზის წარმომადგენლებმა მიიღეს. ახალქალაქის სადგურზე ჩამოსვლის შემდეგ ტვირთი სადგურიდან მოშორებულ ადგილას გადაიტანეს, სადაც ცარიელ ვაგონებში განთავსდა.

„მატარებლების ბილიკის შეცვლისთვის ამწეები მზად არიან. როდესაც სხვა ვგონები იქნება მაშინ შევვლით მტარებლის ბილიკს“- აღნიშნა ახალქალაქის სადგურის ხელმძღველმა, ომარ ოსიძემ.

Leave a Reply